ქართული

ქართული მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურება

„Eurasian Linguistics“ გთავაზობთ ერთი ფანჯრის პრინციპით ქართულ ენაზე პროფესიული წერილობითი, ზეპირი თარგმანისა და ლოკალიზაციის კომპლექსურ მომსახურებას. ჩვენ კომპანიას, რომლის ქსელში გაერთიანებულია 2000 პროფესიონალი ლინგვისტი, შეუძლია მოგაწოდოთ ქართულ ენაზე მაღალხარისხიანი წერილობითი და ზეპირი თარგმანის მომსახურება თქვენი ვადებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით. ასევე გთავაზობთ ლოკალიზაციას, წერილობითი და ზეპირი თარგმანის მომსახურებას ბევრ სხვა ენებზეც.

გარწმუნებთ, რომ ქართული თარგმანის პროექტები შესრულებული იქნება ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რადგან „Eurasian Linguistics“ სრულად სერტიფიცირებულია ISO 17100 სტანდარტის შესაბამისად (თარგმანის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი).

დაუკავშირდით „Eurasian Linguistics“ დღესვე ნომერზე : +44 (0)118 3800 432, ან უბრალოდ მიწერეთ ელფოსტაზე ask@eurasianlinguistics.com, ქართული წერილობითი, ზეპირი თარგმანის ან ნებისმიერი სხვა მომსახურების ფასის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას ქართულ ენაზე:

აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია სხვა ენებზეც.

როგორც შეკვეთებზე მომუშავე ქართული მთარგმნელობითი და სათარჯიმნო კომპანია, „Eurasian Linguistics“ გთავაზობთ სპეციალიზებულ წერილობით და ზეპირ თარგმანს ქართულ ენაზე თქვენი საჭიროებების მიხედვით, ძირითადად, იურიდიულ და ბიზნეს თარგმანს, თუმცა ასევე შეგვიძლია თარგმანის მიწოდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა და ტექნოლოგია.

იურიდიული სფერო

იურიდიულ სფეროში ჩვენს ექსპერტ ქართულის მთარგმნელებსა და თარჯიმნებს გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება იურიდიულ ტერმინოლოგიაში. „Eurasian Linguistics“ გთავაზობთ ქართული იურიდიული დოკუმენტების თარგმანის ფართო სპექტრს (ხელშეკრულებები, მოწმეთა ჩვენებები, კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მინდობილობები, საოჯახო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტები და სხვა), მათ შორის ზეპირი თარგმანი ქართულ ენაზე სასამართლოებში, მოწმეებთან გასაუბრებაზე, ტრანსკრიპცია და ადგილზე დოკუმენტების იდენტიფიკაცია.

ბიზნესის სფერო

„Eurasian Linguistics“-ს შეუძლია ქართულ ენაზე დოკუმენტების მაღალხარისხიანი წერილობითი, ზეპირი თარგმანისა და ლოკალიზაციის მომსახურების მიწოდება ჩვენი ბიზნეს კლიენტების მოთხოვნების გათვალიწინებით, ბიზნესის ფართო სპექტრში ჩვენი ლინგვისტების გამოცდილების და ცოდნის წყალობით: სხვადასხვა სახის დოკუმენტების წერილობითი თარგმანი ქართულ ენაზე, მათ შორის ფინანსური ანგარიშები, ბაზრის ანგარიშები, ყოველწლიური ანგარიშები, სხდომის ოქმები, პრეს რელიზები, ელექტრონული მიმოწერა და ხელშეკრულებები; ზეპირი თარგმანი ქართულ ენაზე კლიენტების შეხვედრებზე, დირექტორთა საბჭოს შეხვედრებზე, კონფერენციებსა და პრეზენტაციებზე; ქართული დოკუმენტების ადგილზე იდენტიფიკაცია.

 

„Eurasian Linguistics“ სპეციალიზირდება იურიდიულ, ბიზნეს თარგმანებსა და ლოკალიზაციაზე, თუმცა ასევე გთავაზობთ წერილობით და ზეპირ თარგმანს სხვა სფეროებშიც. „Eurasian Linguistics“-ს შესრულებული აქვს სამედიცინო ანგარიშების, ახალი ტექნოლოგიის გამოყენების ინსტრუქციების, ტექნოლოგიის ბროშურების, დაბადების მოწმობების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობების თარგმანები. „Eurasian Linguistics“-ს ასევე შესრულებული აქვს სარეკლამო და მარკეტინგული მასალების, სამხატვრო გალერეის ბროშურების, საქორწილო გამოსვლებისა და პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიების სცენარის წერილობითი თარგმანები.

„Eurasian Linguistics“ გთავაზობთ ქართული თარგმანის დამოწმების მომსახურებას, როგორც საკუთარი სახელით, ისე პროფესიონალი ქართველი ლინგვისტების მეშვეობით, რომლებიც თარგმანს ჩვენი თხოვნით დაამოწმებენ. ჩვენს ქსელში არსებული ლინგვისტები „ნაფიცი“ ან „ოფიციალური“ მთარგმნელები არიან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიაწოდონ „სერტიფიცირებული“ ან „ოფიციალური“ თარგმანები მათ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოთხოვნების შესაბამისად.

რამდენიმე ნოტარიუსთან, მათ შორის ლონდონში მდებარე საერთაშორისო სპეციალიზაციის მქონე ნოტარიუსთა ფირმასთან თანამშრომლობით ასევე ვასრულებთ დოკუმენტების ნოტარიულ დამოწმებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს აპოსტილით ლეგალიზაციას.

მიუხედავად იმისა, რომ „Eurasian Linguistics“-ს ლოკალიზაციის, ზეპირი და წერილობითი თარგმანების უმეტესობა შესრულებული აქვს ინგლისურიდან სხვა ენაზე და პირიქით, ბევრ ჩვენს ლინგვისტს შეუძლია თარგმანის გაკეთება რამოდენიმე სხვა და სხვა ენაზე. შესაბამისად, „Eurasian Linguistics“ შეუძლია ლოკალიზაციის, ზეპირი და წერილობითი თარგმანის მიწოდება სხვა ენობრივ წყვილებში, რომლებიც არ მოიცავს ინგლისურს, როგორიცაა ქართულ-რუსული, ფრანგულ-ქართული და მრავალი სხვა ენობრივი წყვილები.

„Eurasian Linguistics“-თან ერთად დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი დოკუმენტები და მონაცემები უსაფრთხოდ იქნება შენახული, რადგან ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ სისტემებსა და ტექნოლოგიას ჩვენს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემებისა და მიმოწერის დასაცავად მონაცემთა დაცვის ზოგადი მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ხოლო ყველა ჩვენი ლინგვისტი ვალდებულია ხელი მოაწეროს კონფიდენციალობის ხელშეკრულებას. ჩვენ ასევე შეგვიძლია ნებისმიერი სხვა სპეციალური კონფიდენციალობის პირობების შესრულება თქვენი მოთხოვნების მიხედვით.

 

დაგვიკავშირდით დღესვე ნომერზე +44 (0)118 3800 432 ან უბრალოდ მოგვწერეთ ელფოსტაზე ask@eurasianlinguistics.com , რათა გაიგოთ ჩვენი მომსახურების ფასი ან განიხილოთ, რამდენად დააკმაყოფილებს „Eurasian Linguistics“-ის მიერ შეთავაზებული ქართულ ენაზე ლოკალიზაციის, ზეპირი და წერილობითი თარგმანის მომსახურება თქვენს მოთხოვნებს.

GET IN TOUCH

Please drop us a line to get a bespoke quote or request a callback to discuss your translation / interpreting needs.

CONTACT US